სასწავლო აქტივობები

 სასწავლო აქტივობები- და სწავლების მეთოდები
1. გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა მასწავლებელს ეხმარება იმუშაოს შედეგიანად,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ მასწავლებელმა იცოდეს „...სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების გეგმა საკმაოდ მოქნილი და შემოქმედებითი უნდა იყოს, რათა მასწავლებელმა შეძლოს სასწავლო პროცესის მუდმივი განვითარება და ამავდროულად მოსწავლეების დაინტერესება  განსახილველი თემით.
2. გაკვეთილის დაგეგმვა-ვამუშავებ მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში,  ჯგუფებში და, რა თქმა უნდა, ვმუშაობ მთელ კლასთან .
3. ინტერაქტიული სწავლება ;კონსტრუქტივიზმის მიხედვითმოსწავლეები გაკვეთილზე არიანაქტიურები,ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს , ვეხმარები მათ ცოდნის აგებაში.
4. კრიტიკული აზროვნება ;სწავლება აუცილებლად უნდა დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი აზრისჩამოყალიბებაში;-კერძოდმათ უვითარდებათ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი.
5. სასწავლო რესურსის შერჩევა- ისე უნდა იქნეს შერჩეული სასწავლო რესურსი , რო მოსწავლისთვის იყოს უსაფრთხო  საინტერესო და ინტერაქტიული.
6. პრეზენტაცია-- მოსწავლეები  ახდენენ საკუთარი ცოდნის რეალიზებას აუდიტორიის წინაშე, უვითარდებათ  მსმენელის ყურადღების მიპყრობის უნარი
 7.  გასვლითი გაკვეთილები - რაც მოსწავლეებს ეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში და სასწავლო მიზნის უკეთ მიღწევაში.
8. პროექტებში მონაწილეობა.

No comments:

Post a Comment