ექსკურსიები

კულტურის გაცნობის მიზნით, ისტორიულ თემაზე შესწავლილი ნაწარმოებებიდან გამომდინარე, VIIბ კლასის მოსწავლეებთან ერთად დავათვალიერეთ ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი. მუზეუმის დათვალიერებამ დიდი შთაბედილება მოახდინა მოსწავლეებზე. უძველესი კულტურული ნიმუშების ნახვამ კიდევ ერთხელ დააფიქრა მოსწავლეები იმაზე, რომ ისინი ისეთი ქვეყნის შვილები არიან,რომელსაც ნებისმიერი ერის ადამიანი ინატრებდა. ასეთ კულტურას კი მოფრთხილება და დაცვა სჭირდება.

რელიგიურ თემატიკაზე შესწავლილი ნაწარმოებების განხილვის მიზნით, მეშვიდე კლასის მოსწავლეებთან ერთად, მოვიარეთ რამდენიმე ქრისტიანული ტაძარი, მათ შორის- "სამებაც". ღია ცის ქვეშ მხატვრულ ნაწარმოებებში აღწერილი ამბები დავაკავშირეთ რელიგიასთან.ექსკურსია იყო შთამბეჭდავი და ემოციებით დატვირთული.



No comments:

Post a Comment